ვინ არის პროფ. დოქტ. ტანერ უსტა?
მეან-გინეკოლოგი — თურქეთში პირველი და ერთადერთი, ამერიკაში SRC-სგან (Surgical Review Corporation) აკრედიტებული ენდომეტრიოზის ქირურგი.
1974 წელს ანთაქიაში დაბადებული პროფ. დოქ. თანერ უსთა საბაზო განათლებას კერძო İçel-ის კოლეჯში, სრულ საშუალო განათლებას კი T.S.G.L.-ში დაეუფლა და 1999 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ჯერაჰფაშას მედიცინის ფაკულტეტი.
პროფ. დოქ. თანერ უსთა-მ მეანობა-გინეკოლოგიის რეზიდენტურა დაასრულა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის Vakıf Gureba-ს სასწავლო და კვლევით საავადმყოფოში (Bezmi Alem-ის უნივერსიტეტი) და 2004 წელს გახდა „მეან-გინეკოლოგი“. პროფ. დოქ. თანერ უსთა, რომელმაც ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საზღვარგარეთ (ესპანეთი, საფრანგეთი, ამერიკა, კანადა, დანია) გაიარა სწავლება განსაკუთრებით ენდოსკოპიის (დახურული ოპერაციები; ლაპაროსკოპია და რობოტული ქირურგია), შოკოლადის კისტისა (ენდომეტრიოზის) და მენჯის ტკივილის მიმართულებით, მსოფლიოში იმ 10 ადამიანიდან ერთ-ერთია, ვინც დაასრულა სწავლება შოკოლადის კისტის (ენდომეტრიოზის), მენჯის ტკივილისა და მოწინავე მენჯის ქირურგიის სფეროში. ამჟამად ის ძირითადად მუშაობს შოკოლადის კისტის (ენდომეტრიოზის), მენჯის ტკივილის, რეპროდუქციული ქირურგიისა და განსაკუთრებით ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის მიმართულებით.
თავისი სპეციალიზაციის სფეროებში მას ტრენერად უმუშავია მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კურსსა და კონგრესზე. 2019-2022 წლებში იყო ენდომეტრიოზის ასოციაციის პრეზიდენტი, ამჟამად კი მისი გამგეობის წევრია. არის ევროპის ენდომეტრიოზის ლიგის (European Endometriosis League – EEL) და ევროპის გინეკოლოგიური ენდოსკოპიის საზოგადოების (European Society of Gynaecologic Endoscopy – ESGE) საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
სპეციალიზაციის სფეროები
მეან-გინეკოლოგი
ენდომეტრიოზი (შოკოლადის კისტის დაავადება)
ნეიროპელვეოლოგია
მენჯის ტკივილი
მოწინავე ლაპაროსკოპიული ქირურგია
მოწინავე რობოტული ქირურგია
რეპროდუქციული მედიცინის ქირურგია
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები
IVF – ექსტრაკორპორული განაყოფიერების სპეციალისტი
ჰისტეროსკოპია
უროგინეკოლოგია
განათლება და თანამდებობები
-
2005 – 2009
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი, Vakıf Gureba-ს სასწავლო და კვლევითი საავადმყოფო / მთავარი ასისტენტი
-
2008
ი. უ. ჯერაჰფაშას მედიცინის ფაკულტეტი, მეანობა-გინეკოლოგიის კლინიკა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განყოფილება, რეპროდუქციის დამხმარე მკურნალობის მეთოდების სასწავლო პროგრამა.
-
2010
ესპანეთი (Instituto Mediterraneo de Endoscopia), მოწინავე ენდოსკოპიური ტექნიკები. კასტელიონი, ესპანეთი.
-
2011
Mayo Clinic Research Center, მოწინავე ლაპაროსკოპია და რობოტული ტექნიკები, არიზონა, აშშ.
-
2012
IRCAD, მოწინავე ლაპაროსკოპია-ენდომეტრიოზის ქირურგია. სტრასბურგი, საფრანგეთი.
-
2012 – 2017
ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, Bağcılar E.A.H. / მეანობა-გინეკოლოგიის კლინიკა / კლინიკის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.
-
2013
IRCAD, Practical Laparoscopic Anatomy for Advanced Gynecological Techniques. Strasbourg/საფრანგეთი.
-
2014
Laparoscopic Techniques for Endometriosis, AAGL, Vancouver, კანადა.
-
2016
Saint Louis University, Advanced Retroperitoneal Anatomy and Neuro-Anatomy of the Pelvis, PASE (Practical Anatomy&Surgical Education), სენტ-ლუისი, მისური, აშშ.
-
2016
Saint Joseph Hospital, ქრონიკული მენჯის ტკივილის კლინიკა, არიზონა, აშშ.
-
2017
International Society of Neuropelviology (ISoN), Level 1: “Clinic Neuropelviology” ციურიხი, შვეიცარია.
-
2017
International Society of Neuropelviology (ISoN), Level 2: “Master in LION procedures and nerves sparing/decompression techniques”, Viborg/Aarhus, დანია.
-
2017
Acıbadem-ის უნივერსიტეტი
-
2018
Acıbadem-ის ჯანდაცვის ჯგუფი
გაქვთ კითხვები?
პროფ. დოქ. თანერ უსთა-სთან ვიზიტის დასაჯავშნად ან კითხვების გადმოსაცემად დაგვიკავშირდით.